logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები და ეს მოწოდებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული
- +

27 ივნისი. 2022. 21:08

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის განცხადებას გამოეხმაურა.

სამწუხაროა, ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდებების მიმართ ნებისმიერი ძალების მხარდაჭერა არის მიუღებელი და წარმოუდგენელი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები და ეს მოწოდებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის კიდევ ერთი განცხადება პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. ვანო ჩხიკვაძე ამჯერად ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ეთანხმება და აცხადებს, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მომხრეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner