logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
- +

27 ივნისი. 2022. 21:36

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

განხილვის თემას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა წარმოადგენდა.

მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიანიჭა, რაზეც ექვსი თვის წინ ვერც კი ვიოცნებებდით“, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ მეორე მხრივ, საქართველო იმედგაცრუებულია, რადგან მოხდა ასოცირებული ტრიოს დიფერენცირება და უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ სტატუსი პირობებით, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება და შემდეგ სტატუსი.

გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ სამივე ქვეყნისთვის პირობების უდიდესი ნაწილი არის იდენტური და ამიტომ ამ დიფერენციაციას ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ერთ-ერთი ახსნა, რომელიც მოვისმინეთ იყო საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან, რომ საქართველო გეოსტრატეგიულად სხვა ადგილას იმყოფება, თუმცა იმედია, რომ ეს ახსნა არაა მართებული, რადგან ამ შემთხვევაში, საქართველოს წევრობის პერსპექტივაც კი არ უნდა მიეღო. ჩვენ გვსურს, რომ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ იმ პირობების შესრულებაზე, რომელიც ევროკომისიას ჰქონდა წამოყენებული. თუმცა, ამ პირობებში არის როგორც კონკრეტული, ასევე ცოტა ბუნდოვანი პირობებიც. ბუნდოვან პირობებზე, რომლის გაზომვაც შეუძლებელია, გვჭირდება უფრო მეტი დეტალიზაცია და სიცხადის შეტანა, რომ ექვსი თვის თავზე გადაწყვეტილება გადაისინჯოს და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.“ -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner