logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ევროკომისიის რეკომენდაციებზე: არაფერია იქ ისეთი, რომ აქტიური მუშაობის შემთხვევაში შეიძლება რამე ვერ მოესწროს
- +

29 ივნისი. 2022. 16:15

 

 

„არაფერია იქ ისეთი, რომ აქტიური მუშაობის შემთხვევაში შეიძლება რამე ვერ მოესწროს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ყველა მიმართულებაზე, რომელშიც საკუთარი წილი ვალდებულებებისა დავინახეთ, ყველა მათგანთან დაკავშირებით გვაქვს მუშაობა. ეს მუშაობა მოიცავს აქტივობას ბევრი მიმართულებით, მათ შორის დაგეგმვასაც“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner