logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობის“ მორიგი მარცხია
- +

1 ივლისი. 2022. 14:50

 

 

„ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„ეს მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასდროს დაამტკიცებენ იმას, რაც არ არის სიმართლე. კერძოდ იმას, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დევნილები არიან და არაფერი არასდროს არ ჩაუდენიათ. ეს ვერდიქტი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვმართავდა კრიმინალური რეჟიმი“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner