logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: დანილოვმა პრაქტიკულად მტკიცებულება დადო, რომლის მიხედვითაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ ნადვილად იყო სურვილი, საქართველო ჩათრეულიყო საომარ მდგომარეობაში
- +

4 აგვისტო. 2022. 14:38

 

 

„ვფიქრობ, რომ ბატონი დანილოვის განცხადება საკმაოდ სერიოზულად არის განსახილველი, რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დანილოვი „დაგვეხმარა“ ჩვენ იმ თვალსაზრისით, რაზედაც ვსაუბრობდით, რა საფრთხეებიც არსებობს დღემდე სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის თანახმად დანილოვმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები.

 

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ალექსანდრე დანილოვმა დაადასტურა, რომ ნამდვილად არსებობდა სურვილი საქართველოს ომში ჩართვის.

 

მაჭარაშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს მეზობელ უკრაინას საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა და ამ სურვილზე დუმდეს და არაფერს ამბობდეს ამერიკის საელჩო, მისთვის გაუგებარია.

 

„დანილოვმა პრაქტიკულად მტკიცებულება დადო, რომლის მიხედვითაც, სამწუხაროდ ეჭვი არ გვეპარება, რომ ნამდვილად იყო და ჯერჯერობით რჩება სურვილად, რომ საქართველო ჩათრეული იყოს საომარ მდგომარეობაში. ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ დანილოვი არ არის რიგითი უკრაინელი და არც რიგითი საჯარო მოხელე. უკრაინის ხელისუფლებაში ის პრაქტიკულად ორეულშია და მე მგონია, ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი სურვილი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ თვეების განმავლობაში არაერთი განცხადება გააკეთა არესტოვიჩმა, არახამიამ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა.

 

ეს განცხადება პრაქტიკულად უკვე იყო დადასტურება იმისა, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება გვეუბნება, რომ საომარ მოქმედებებში უნდა ჩავერთოთ. აქ არის დასკვნა გასაკეთებელი: თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ და უკრაინას, უნდა გვქონდეს და ნამდვილად უნდა გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები და ჩვენ ორივე სახელმწიფო, სამწუხაროდ ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ამავდროულად ორივე სახელმწიფოს გვერდში გვიდგას აშშ და ევროკავშირი, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ უნდა უნდოდეს, უკრაინის, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ისედაც რუსეთისგან ოკუპირებული საქართველოს ომში ჩართვა. ამაზე დუმდეს და არაფერს ამბობდეს აშშ-ს და ევროკავშირის საელჩო. მე მგონია აქ კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა და სამწუხაროდ დღემდე არსებობს, აშშ-ს შტატების და ევროკავშირის ელჩების მიმართაც, განსაკუთრებით აშშ-ს ელჩის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. ხარისხი ამ კითხვების კიდევ უფრო გაზარდა ბატონი დანილოვის ამ განცხადებამ. აქედან გამომდინარე, ლეგიტიმურია, რომ საზოგადოებაში ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. ჩვენ და უკრაინა ვართ, თუ არა პარტნიორები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია აშშ. ასევე, ევროკავშირთან გვაქვს კარგი ურთიერთობა და გვინდა , რომ ეს ურთიერთობა აუცილებლად შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner