logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივაზე: არ მგონია, რომ მთლად სერიოზული იყოს ასეთ საკითხებზე ამგვარად საუბარი
- +

4 აგვისტო. 2022. 18:03

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტია „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივას, რომ ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი წავიდეს და ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს, არასერიოზული უწოდა.

 

როგორც მდინარაძე განმარტავს, მას არ მიაჩნია სერიოზულად ასეთ საკითხებზე საუბარი.

 

„ევრორეკომენდაციებში ბარიერთან დაკავშირებით საერთოდ არც ერთი სიტყვა არ არის თქმული. მეორე - სააკაშვილი წავა, თუ მოვა, ეს ჩვენი საქმე არ არის და არც მათ არ კითხავს, ეჭვი მაქვს. მესამე, მართლა სასაცილო მდგომარეობაში ვარდებით. აი, წარმოიდგინეთ, რა მოცემულობა გვაქვს რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და ჩვენ ვამბობთ რომ არა, არ ბრუნდება. წარმოიდგენდით როდისმე, სასაცილო დასაწყისი ჰქონდა ამ ამბავს და ცოტა ირონიული პასუხი მომიწია უკაცრავად. მაგრამ, არ მგონია, რომ მთლად სერიოზული იყოს ასეთ საკითხებზე ამგვარად საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner