logo_geo
eng_logo
ადამ კინზინგერი: 2008 წელს, მგონი, მსოფლიოს ეძინა - ისტორია გვასწავლის, თუ უგულებელყოფ ან თავს ისე დაიჭერ, თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს
- +

7 აგვისტო. 2022. 12:46

 

 

„მგონია, ძალიან გულუბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა“, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც ის 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობს.

 

კონგრესმენის შეფასებით, „2008 წელს მსოფლიოს ეძინა“, რადგან ტერორიზმთან ბრძოლაზე იყო ფოკუსირებული.

 

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორია გვასწავლის, რომ თუ თავს ისე დაიჭერ, თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას კიდევ უფრო მოაშიებს.

 

„დასავლეთმა ვერ გაიგო ის, რისი გაგებაც მათ მოუხდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის შემთხვევაში, რომ ვერ დააოკებ იმას, ვისაც დაუოკებელი მადა აქვს. ამის გასაგებად დასავლეთს დასჭირდა, რომ ენახა, როგორ განახლდა ომი უკრაინაში. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც თანამედროვე რუსეთი თავს დაესხა. ეტაპობრივად, ამან ბევრი რამ გაუკეთა უკრაინას თავდაცვისთვის.

 

ის, რაც რუსებმა საქართველოში ომისგან ისწავლეს, იყო ის, თუ სად ჰქონდათ სისუსტეები. მათ სჯეროდათ, რომ ამაზე იმუშავეს, თუმცა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძალიან დიდი ჩავარდნები და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიგოს - ესაა ის, რაც კორუფციას მოყვება, ის დაუცველს გტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსები არაორგანიზებულები იყვნენ, მაინც შეეძლოთ, რომ მასიური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაესროლათ და ტერიტორიები მოეპოვებინათ.

 

მახსოვს, როგორ ვიბრძოდით იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთს საფრანგეთიდან არ მიეღო გემები შავ ზღვაში, რომლებზეც თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს დაუშვებდნენ. საფრანგეთმა რაღაც დროის შემდეგ უარი თქვა ამაზე. ასე რომ, შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობა საქართველოში ომის პირველივე დღეებიდანვე ძალიან ნათელი გახდა.

 

თუ დავუბრუნდებით 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბროლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაყში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო. ამერიკული პერსპექტივიდან, იყო სამხედრო განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ჩაკეტილიყო გვირაბი. ვფიქრობ, რომ ავღანეთისა და ერაყის შემდეგ, უბრალოდ არსებობდა არაფრის კეთების განცდა.

 

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავის უნდა ომი, არავის უნდა ეს, დასავლეთში ნამდვილად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორია გაკვეთილებს გვიგზავნის და სამომავლოდ გვასწავლის. 2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ უგულებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშიებს“, - აცხადებს ადამ კინზინგერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner