logo_geo
eng_logo
მიხაილ პოდოლიაკი: უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი, ჩვენ ეს ვიცით, ისღა დაგვრჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“
- +

8 აგვისტო. 2022. 01:47

 

 

უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი, ჩვენ ეს ვიცით, ისღა დაგვრჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, „გადატვირთვით“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით.  შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვრჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner