logo_geo
eng_logo
გიტანას ნაუსედა: ლიეტუველ ხალხს სურს საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენ გვსურს, საქართველო ევროკავშირის და NATO-ს წევრი გახდეს
- +

8 აგვისტო. 2022. 21:01

 

 

სამწუხაროდ, ამ დრომდე ევროკავშირმა არ გააკეთა საკმარისი უკრაინის უფრო ეფექტიანად მხარდასაჭერად. დიახ, ჩვენ სანქციების 7 პაკეტი დავაწესეთ, მაგრამ ეს ჯერჯერობით რუსული ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმისთვის საკმარისი არ არის, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, მეტის გაკეთებაა საჭირო.

 

„შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტურად ვუყურებთ ამოქმედებული შეზღუდვების შედეგებს. უნდა მეტი გავაკეთოთ. აუცილებლად უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. უმთავრესი უკრაინის სამხედრო შეიარაღებით უზრუნველყოფაა. რაც სწრაფად დავეხმარებით უკრაინას, მით უფრო მალე დასრულდება ომი. მე მტკიცედ მწამს, რომ ომში გამარჯვებას მოვიპოვებთ, მაგრამ ომს ყოველდღიურად ახალი დაღუპულები ჰყავს, საომარი მოქმედებები თითოეულ დღეს მოაქვს ნგრევა და წამება“, - ამბობს ნაუსედა.

 

ამასთან, მისი თქმით, ლიეტუვა მზადაა, საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

 

„ლიეტუველ ხალხს უდიდესი ემპათია აქვს ქართველი ხალხის მიმართ. ლიეტუველ ხალხს სურს საქართველოში ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენ გვსურს საქართველო ევროკავშირის და NATO-ს წევრი გახდეს. ლიეტუვა მზადაა გაგიზიაროთ გამოცდილება და დაგემხაროთ მიზნების მიღწევაში. მანამდე მზად ვართ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგიცხადოთ იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც აუცილებელია ჯერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებების გახსნა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრობა. ამ პროცესშიც გჭირდებათ მოთმინება, რადგან ეს გამოიარა ლიეტუველმა ხალხმაც. მე თქვენ ბრიუსელშიც გითხარით, რომ ლიეტუვამ უახლოეს მეზობელ სახელმწიფოსთან, ესტონეთთან ერთად ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს გახდა უდიდესი მოტივაცია ჩვენთვის. გვეწყინა, იმედგაცრუებაც იყო, მაგრამ უფრო დიდი შემართებით შევუდექით საქმეს და დავეწიეთ ესტონეთს. იმდენი შევძელით, რომ ევროკავშირში ერთად შევსულიყავით 2004 წელს“, - აცხადებს ნაუსედა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner