logo_geo
eng_logo
ხორვატიის საგარეო უწყება: რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
- +

8 აგვისტო. 2022. 21:55

 

 

ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სრულ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

„რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს კონფლიქტის მტკიცე გადაწყვეტისკენ“, – ნათქვამია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner