logo_geo
eng_logo
ჯიმ რიში: რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წელი შესრულდა, სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო
- +

8 აგვისტო. 2022. 23:41

 

 

სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ 14 წლის წინ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა პუტინს დაუსჯელობის განცდა გაუჩინა. ამის შესახებ სენატორი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

 

როგორც ის განმარტავს, სწორედ ამ დაუსჯელობის განცდამ გამოიწვია ის, რომ პუტინი უკრაინაში ორჯერ შეიჭრა და ბელარუსზე დე-ფაქტო კონტროლი დაამყარა.

 

„გუშინ რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წელი შესრულდა. სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო, რამაც მას საშუალება მისცა უკრაინაში ორჯერ შეჭრილიყო, სირიაში ასადის დახმარებოდა, ვაგნერის დაქირავებული ჯგუფი განევითარებინა და აეღო დე-ფაქტო კონტოლი ბელარუსზე“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner