logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას ბრალდებებზე: რასაც თვითონ აკეთებდნენ, იმას აბრალებენ სხვას
- +

9 აგვისტო. 2022. 20:39

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვას აბრალებს იმას, რასაც თვითონ აკეთებდა.

 

„მოვუწოდებ ნიკა მელიას, თავისი პარტიის ისტორია და ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი საქმეები, მათ შორის მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების გვამები და რუსეთზე უპირობოდ გადაცემული სტრატეგიული ობიექტები გაიხსენოს. „ნაციონალური მოძრაობას“, რომ იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს და შუბლზე ძარღვი არ აქვს. რასაც თვითონ აკეთებდნენ, იმას აბრალებენ სხვას. რა სერიოზული კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ამაზე“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

 

ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია ოკუპანტს გადაეცა. გავრცელებულ ინფორმაციას სახელმფიფო უწყებები გამოეხმაურნენ. საქართველოს მთავრობის სტრატკომის განცხადების თანახმად, „გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა“. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner