logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი გიორგი გახარიაზე: როდესაც ტოვებ გუნდს, და, ფაქტობრივად, საქართველოს უდგები ოპოზიციაში, ამას ჩვენ ერთიანობის მაგალითს ვერ დავარქმევთ
- +

9 აგვისტო. 2022. 21:04

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

 

„როდესაც შენ ტოვებ გუნდს, მიდიხარ და, ფაქტობრივად, საქართველოს უდგები ოპოზიციაში, ამას ჩვენ ერთიანობის მაგალითს ვერ დავარქმევთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.

 

გიორგი გახარია პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ მოუწოდებს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მტერთან საბრძოლველად ისე უნდა გაერთიანდნენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner