logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესებები 12 პუნქტისგან შემდგარ ჩვენს გეგმაში
- +

10 აგვისტო. 2022. 20:29

 

 

რამდენიც არ უნდა ისაუბროს ოპოზიციამ, რომ სიმულაციური და არაეფექტიანია ეს პროცესი, ამის თქმის საფუძველი ნელ-ნელა უმცირდებათ ყოველი ჩვენი გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მსუყე და მნიშვნელოვანია.

 

„პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესებები, 12 პუნქტისგან შემდგარ ჩვენს გეგმაში. აქედან გამომდინარე, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე თუ რა შედეგის მომტანია ეს პროცესი, რეალურად ფაქტი იქნება ყველაზე უტყუარი - ფაქტი და მტკიცებულება კონკრეტულად გადადგმული ნაბიჯებისა, რომლებიც მუშავდება ყოველდღიურად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner