logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება
- +

11 აგვისტო. 2022. 17:37

 

 

„საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება და საქართველო არ უერთდება სანქციებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რომელიმე კომპანია ან პიროვნება თუ სანქცირებულია, მას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

 

„ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, მას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ დაარღვევს კანონს, მას მოჰყვება ყოველთვის შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner