logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა
- +

12 აგვისტო. 2022. 18:54

 

 

„ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

„მიმართვაში მოყვანილი იყო არჩევნების გაყალბების თემა, ISFED-ის მდგომარეობა, თუ რამ გამოიწვია ცდომილება პარალელურ დათვლაში, ცესკოზე თავდასხმები, 19 აპრილის შეთანხმება, კრიმინალების იძულებით გამოყვანა. ეს ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა“, - აცხადებს ყაველაშვილი.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ დასმულ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე საუბრობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner