logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა, როგორ ხდებოდა ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ მომხდარიყო ორი პოლიტიზირებულად აღქმული საქმის განხილვა და ამ დამნაშავეების ციხიდან გამოშვება
- +

12 აგვისტო. 2022. 20:09

 

 

 

ვერანაირი ოპოზიცია და მით უმეტეს, გაკოტრებული ოპოზიცია ვერ მოახერხებდა იმას, რომ თუნდაც, უგულავა-ოქრუაშვილის გამოშვება და სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფა მომხდარიყო იმის გამო, რომ რომელიღაც გაკოტრებული ოპოზიციური პარტია ამას ითხოვდა“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით,  პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა, როგორ ხდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებაზე ზეწოლა.

 

„შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, მთელი საქართველო კია არა, მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ ხდებოდა ხელისუფლებაზე ზეწოლა, როგორ ჩაიწერა დოკუმენტში, მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომ მომხდარიყო მინიმუმ ორი პოლიტიზირებულად აღქმული საქმის განხილვა და ამ დამნაშავეების ციხიდან გამოშვება. მეტი ზეწოლა და ფაქტი რაღა უნდა იყოს,  ამ ფაქტების უარყოფას ვერ ახდენს ვერცერთი ოპოზიციონერი, ისინი უბრალოდ გადასული არიან უსაგნო ლანძღვაზე იმიტომ, რომ მათ აღარაფერი აქვთ სათქმელი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner