logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა
- +

13 აგვისტო. 2022. 00:15

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გამარჯვება მიულოცა და სიგელები გადასცა.

 

„მივესალმები იმ ახალგაზრდების ენთუზიაზმს, რომლებიც ემზადებიან ახალგაზრდა ელჩის მისიის შესასრულებლად. მინდა თითოეულ ელჩს ვუსურვო, რომ გაცილებით უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოს სიტუაციაში, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში, რა უჭირს ჩვენს ქვეყანას დღეს და იფიქროს იმაზე, თუ როგორ გააერთიანოს და შეკრას ერთად ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში სამ საგრანტო პროგრამაში: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ - 154 აპლიკანტი მონაწილეობდა. სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ, რომელთა შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, 43 გამარჯვებული გამოავლინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner