logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ნაბიჯების გადმოდგმას არ აპირებს - განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად, მათთვის უფრო კომფორტულია, არარსებული პრობლემების არსებულად გასაღებაზე ისაუბრონ
- +

13 აგვისტო. 2022. 15:31

 

 

„[ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი] გაუთავებლად ლაპარაკობსგავლენიან ჯგუფებზე“, რომლის არსებობის კვალსაც ასე მარტივად ვერ უთითებენ. აპელირებენ გარკვეულ გარემოებებზე, ერთმანეთს აბრალებენ, ვინ რას ასაბუთებს ამ მიმართულებით“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე. 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების მიუხედავად, მმართველი გუნდი კონსტრუქციულობას ინარჩუნებს.

ამ მიმართულებით, ჩვენი განწყობა აბსოლუტურად კონსტრუქციულია - მიუხედავად იმისა, არსებობს დღეს კლანი, არ არსებობს თუ რა მანკიერი რეზულტატები მოაქვს, მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი დასაბუთება, ვიმსჯელოთ, დღეს არსებობს თუ არა [კლანი], ხვალ რომ არ არსებობდეს რაიმე მანკიერი პრაქტიკა სასამართლო ხელისუფლებაში, ნებისმიერ ასეთ მიმართულებაზე ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ნაბიჯების გადმოდგმას არ აპირებს. განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად, მათთვის უფრო კომფორტულია, არარსებული პრობლემების არსებულად გასაღებაზე ისაუბრონ“, - აცხადებს სარჯველაძე.

სასამართლო სისტემის რეფორმაზე პარლამენტი მომავალი კვირიდან აქტიურ მუშაობას იწყებს. ეს ევროპული რეკომენდაციების შემადგენელი ნაწილია. საუბარია რეკომენდაციების მესამე პუნქტზე.

სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner