logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გვესმის ყურით მოთრეული არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება, ცალკე მუშაობა გამართლებული და ლოგიკური იყოს - არცერთ ასეთ დასაბუთებას, არ შეიძლება, სერიოზულობაზე პრეტენზია ჰქონდეს
- +

13 აგვისტო. 2022. 18:45

 

 

„ოპოზიციის მხრიდან დიდი შეცდომა იყო, როდესაც ჩვენს შეთავაზებას, რომ ერთად გვემუშავა, ზურგი აქციეს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

 

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ შეუძლია, არგუმენტირებულად დაასაბუთოს, რატომ იქნება მათი განცხალკევებით მუშაობა უკეთესი.

 

„გვესმის ყურით მოთრეული არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება იყოს გამართლებული და ლოგიკური ცალკე მუშაობა და ერთობლივი მუშაობის პროცესთან არშემოერთება - არცერთ ასეთ დასაბუთებას, არ შეიძლება სერიოზულობაზე პრეტენზია ჰქონდეს“, - აცხადებს დეპუტატი.

 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზება 12-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტიდან გამომდინარეობდა, თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ, მასში ჩასართავად, „ძალა ვერ გამონახა“

 

„ჩვენი შეთავაზება დეპოლარიზაციას გულისხმობდა და უპირველესად ნიშნავს იმას, რომ გამოვნახოთ საკუთარ თავში ძალა და დაპირისპირებული მოსაზრებების მქონე ადამიანებმა ერთად ვიმუშაოთ. ამაზე აბსოლუტურად კონსტრუქციული იყო ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯი, ხოლო აბსოლუტურად დესტრუქციული და საპირისპირო მიმართულებით მავალი იყო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება, რომ პროცესში არ ჩაერთონ და ამით ხელი შეუშალონ, ავნონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, მათ შორის იმ პუნქტისას, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს. შესაბამისად, მე ახსნას ვერ მოვუნახავ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო ასე მავნებლური ამ პუნქტების შესრულების პერსპექტივებთან მიმართებით“,- განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner