logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ვაპირებთ, ბევრი ვესაუბროთ საზოგადოებას, რომ უკეთესია არჩევანი გააკეთონ არა ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც სახელმწიფოს ებრძვიან, არამედ მათზე, ვინც სახელმწიფოს ინტერესს აღიარებენ
- +

13 აგვისტო. 2022. 19:35

 

 

„ვაპირებთ, ძალიან ბევრი ვესაუბროთ საზოგადოებას, რომ უკეთესია არჩევანი გააკეთონ არა ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც სახელმწიფოს ებრძვიან, არამედ მათზე, ვინც პირველ ადგილზე სახელმწიფოს ინტერესს აღიარებენ, რაც არ უნდა მწვავე იყოს ოპონირება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა „ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა“.

 

„რაც არჩილ თალაკვაძემ თქვა, ეს აბსოლუტურად ნორმალური რამ არის. ხელისუფლება დაინტერესებულია ამით და ხელისუფლებას თავი რომ დავანებოთ, პირადაც მეც, როგორც მოქალაქე, ვისურვებდი, რომ ქვეყანას ოპოზიციაში ჰყავდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი და პირველ ადგილზე ექნება ეროვნული და არა პარტიული ინტერესი. რატომ არის ოპოზიციის ეს ქცევა არაკეთილსინდისიერი, იცით? - როდესაც ხვდებიან, რომ სახელმწიფოს წარმატება არ სურთ, რადგან ეს შესაძლოა ხელისუფლების პოპულარიზაციას უწყობდეს ხელს და ხელისუფლებას რომ ხელი შეუშალონ, სახელმწიფოს წინსვლას უშლიან ხელს (მათ შორის იმით, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში არ მონაწილეობენ), ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ასეთი პოლიტიკური ძალის არსებობას, მე, როგორც მოქალაქე, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი. არც ამ ხელისუფლების და არც სხვა ხელისუფლების პირობებში.

 

გვაქვს ინტერესი და ყველაფერს გავაკეთეთ, რათა გარემო იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული. ყველა გვეუბნება კიდეც, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაცაა, რომ პროცესები დემოკრატიულად მიმდინარეობდეს. დემოკრატიულად მიმდინარეობა კი ნიშნავს იმას, რომ ვაპირებთ, ძალიან ბევრი ვესაუბროთ საზოგადოებას, რომ უკეთესია არჩევანი გააკეთონ არა ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც სახელმწიფოს ებრძვიან, არამედ ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც რაც არ უნდა მწვავე იყოს მათი ოპონირება, პირველ ადგილზე სახელმწიფოს ინტერესს აღიარებენ“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner