logo_geo
eng_logo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, დღეს მორიგ სხდომას გამართავს
- +

15 აგვისტო. 2022. 10:03

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგ სხდომას გამართავს.

დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რომლებიც წინა შეხვედრის დროს გამოიკვეთა მხარეების მხრიდან, ასეთებია მაგალითად: სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები.

გეგმის თანახმად, კანონპროექტი 21 დეკემბრამდე უნდა ინიცირდეს.

კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებამდე, დასკვნისთვის, ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას გაეგზავნება. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, მედიატორთა ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner