logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს
- +

15 აგვისტო. 2022. 20:21

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს - მთავარია მათ ჰყავდეთ წევრები საბჭოში და უმცირესობას შეეძლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება”, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლო სისტემაში სურს ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება.

 

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ხალხი არ იცვლის ზნეს, როგორც ადრე სურდათ ჰქონოდათ ძალაუფლების ბერკეტი სასამართლოში, მათ ახლაც სურთ იხელმძღვანელონ არა საუკეთესო სამუშაო პრაქტიკით, არამედ საბჭოს გადაწყვეტილებების დაბლოკვით, ისეთი მექანიზმების შემოტანით, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს და პირიქით, არღვევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის პრინციპებს. არ იცვლის ეს ხალხი ზნეს, მათი მიზანი არის არა სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება და შემდგომი წვლილის შეტანა სასამართლო განვითარებაში, არამედ დაუფარავად აცხადებენ, რომ სურთ ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება. მთავარია მათ ჰყავდეთ წევრები საბჭოში და უმცირესობას შეეძლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მათგან ორზე კი პოზიცია შეაჯერეს.

 

„დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ ნაყოფიერად, ინტენსიურად ვიმსჯელეთ თითოეულ იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან, რა თქმა უნდა, ბევრ საკითხზე ვერ ვიმსჯელებდით. ვიმსჯელე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და ორ საკითხთან დაკავშირებით შევაჯერეთ პოზიცია და ორ საკითხთან დაკავშირებით დავტოვეთ სივრცე შემდგომი მსჯელობისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner