logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ნინო ბაქაქურზე: ვერ ვხედავ რამე ობიექტურ შემაფერხებელ პირობას, რომ მოსამართლემ ასობით საქმე არ განიხილოს და არ დაასრულოს ბოლომდე
- +

15 აგვისტო. 2022. 22:42

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნინო ბაქაქურის მოტივაცია შესაძლოა სუბიექტურია, რადგან ვერ ხედავს ობიექტურ შემაფერხებელ პირობას, რომ მოსამართლემ ასობით საქმე არ განიხილოს.

 

მისი თქმით, სხვა მოსამართლეების სტატისტიკა მცირეა.

 

„მოტივაცია ამ შემთხვევაში ალბათ, სუბიექტურია, რადგან ვერ ვხედავ რამე ობიექტურ შემაფერხებელ პირობას, რომ მოსამართლემ ასობით საქმე არ განიხილოს და არ დაასრულოს ბოლომდე, როდესაც სხვა მოსამართლეების სხვა სტატისტიკა რადიკალურად მცირეა და შედარებაც არ შეიძლება. ამიტომ, მოტივი ამ მოსამართლის მხრიდან შესაძლოა იყოს სუბიექტური“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner