logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა არის კომპლექსური საკითხები, რომლებიც მრავალმხრივ განხილვას მოითხოვს
- +

16 აგვისტო. 2022. 12:32

ხვალ საკანონმდებლო ორგანოში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით იმსჯელებს, რომელიც გენდერულ საკითხებში არსებულ პრობლემატიკას მიეძღვნება. შეხვედრის მონაწილეები კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პარტნიორი ორგანიზაციები იქნებიან.

გენდერული თანასწორობის საკითხები და ქალთა მიმართ ძალადობა არის კომპლექსური საკითხი, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ განხილვას, რომელზეც ჩვენ, გენდერული თანასწორობის საბჭომ და ადამიანის უფლებების კომიტეტმა სწორედ ასეთი სწორება ავიღეთ, რომ დაგვეყო ეს საკითხები. ტრადიციულად, ესწრება ის ნაწილი ოპოზიციისა, რომელსაც გამოიკვეთა, რომ აქვს სურვილი საკუთარი ფუნქცია შეასრულოს და მათ ბოლო ხანებში ვეძახით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილს. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს შეხვედრა უკავშირდება ერთ-ერთ მიმართულებას, რაც გულისხმობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner