logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის საელჩოს ე.წ. სარეკომენდაციო ხასიათის წერილს თავისუფლად შეგვიძლია სავალდებულო ხასიათის მითითება ვუწოდოთ - პრაქტიკულად, საელჩოსგან საჯარო აღიარებაა, რომ ქართული მართლმსაჯულების კონტროლის ინტერესი აქვს
- +

16 აგვისტო. 2022. 14:52

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის, განცხადებით, ამერიკის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელშიც არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარდგენილი.

ე.წ. სარეკომენდაციო ხასიათის წერილს თავისუფლად შეგვიძლია, სავალდებულო ხასიათის მითითება და ინსტრუქცია ვუწოდოთ - პრაქტიკულად, აშშ-ის საელჩოსგან საჯარო აღიარებაა, რომ მას ნამდვილად აქვს ქართული მართლმსაჯულების კონტროლის ინტერესი. ამ ინსტრუქციებში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ უნდა შეიქმნას ესა თუ ის კანონი, უნდა გაუქმდეს ესა თუ ის წესი, უვადოდ უნდა დაინიშნოს ესა თუ ის მოსამართლე და ა.შ. პირდაპირი ფორმითაც არის მითითება, რომ პარლამენტისგან კი არ ითხოვს, არამედ მოითხოვს [საელჩო], რომ ესა თუ ის კანონი გაუქმდეს, ამა თუ იმ კანონში ცვლილება შევიდეს და ა.შ. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულება არამხოლოდ კითხვის ნიშებს, არამედ, იმის მტკიცებულებას აჩენს, რომ საელჩო საჯაროდ არის დაინტერესებული, რომ შეასრულოს და შეითავსოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ამავე თემაზე, საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გაეცანით ამ ბმულზე

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner