logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: არავითარი რესურსი არ გააჩნიათ, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყონ და ხელისუფლება დაამარცხონ
- +

16 აგვისტო. 2022. 16:46

"ამის ნურავის შეეშინდება, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] მოახერხებენ დესტრუქციული გეგმების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მათ საბოტაჟის მოწყობის რესურსი არ გააჩნიათ.

არავითარი რესურსი და შესაძლებლობა, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყონ, ამ ხალხს, რომლებიც ასე არიან განწყობილნი, რომ ქვეყანას ებრძოლონ, ხელისუფლება დაამარცხონ, ამის რესურსი არ გააჩნიათ. საბედნიეროდ, ბრძენია ქართველი ხალხი, რომელიც არ ანიჭებს იმაზე მეტ მანდატს, ვიდრე იყვნენ ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ამის ნურავის შეეშინდება, რომ ისინი მოახერხებენ დესტრუქციული გეგმების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დააზიანონ ხელისუფლება. ამას ისინი ვერ მოახერხებენ. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერში მათ არ აქვთ მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისგან“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner