logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ ჩვენი 4 ღირსეული კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას, ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას ვერც გავიზიარებთ და ვერც ლოიალურად შევაფასებთ
- +

21 სექტემბერი. 2022. 12:52

"ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი ღირსეული წარსული - სოზარ სუბარი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი. ეს ადამიანები იბრძოდნენ თავის დროზე ქვეყნისთვის და დღესაც ამ რწმენით მოქმედებენ," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ ოთხეულის მისამართით, ამერიკის ელჩმა შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, რასაც მმართველი გუნდი ლოიალურად ვერ შეაფასებს.

ელჩმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება - მან თქვა, რომ ჩვენი ღირსეული 4 კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას. მე ვთქვი და იმავეს ვიტყვი ახლაც: ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები არიან ტყუილის და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები, სხვანაირი გამიჯვნა იქნებოდა. რა თქმა უნდა ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას ვერც გავიზიარებთ და ვერც ლოიალურად შევაფასებთ.

მე შეგახსენებთ კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ იყო ზურაბ ჯაფარიძე, მანამდე იყო ხატია დეკანოიძე, მანამდე ენჯეოების ლიდერები, იყო არაერთი პროვოკაცია მოხალისეებთან, სანქციებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხდებოდა საზოგადოების თვალწინ. ის რომ ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ეს დღესავით ნათელია. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, ესენი არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ აქვთ კოორდინაცია ერთმანეთში. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ამ კონტექსტში ელჩებზე საუბარს, ეს არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენ შეგნებულად გვაქვს ზომიერი განცხადებები დიპლომატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner