logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გუშინაც დიდი იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ წარმატებული ყაჩაღობა განხორციელდებოდა, თუმცა ჩვენ გვქონდა პოლიციელების იმედი
- +

21 სექტემბერი. 2022. 12:54

გუშინაც დიდი იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ წარმატებული ყაჩაღობა განხორციელდებოდა, თუმცა ჩვენ გვქონდა პოლიციელების იმედი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა

პოლიციამ უმაღლეს დონეზე იმოქმედა და აღკვეთა დანაშაული. პოლიცია გააგრძელებს მუშაობას, რათა საზოგადოებრივი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ვითარება არის კონტროლის ქვეშ. საზოგადოებრივი უსაფრთხოებას აქვს გამოწვევები და საქართველო არაა გამონაკლისი ქვეყანა. მთავარია, რომ სათანადო პრევენციული და პოსტფაქტუმ რეაგირება იყოს შსს-ს მხრიდან. ეს უწყება გამართულად მუშაობს, რაც გუშინდელ მაგალითზეც გამოჩნდა“, - აცხადებს კობახიძე.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner