logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თუ მასწავლით, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ გადათხრები არ მოგვიწიოს, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდეს და ისე გალამაზდეს ყველაფერი, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, მაგრამ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არის
- +

23 სექტემბერი. 2022. 00:30

 

 

თუ მასწავლით როგორ გავაკეთოთ ისე, რომ გადათხრები არ მოგვიწიოს, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდეს და ისე გალამაზდეს ყველაფერი, დიდი სიამოვნებით მივიღებ, მაგრამ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არის. დაგვიდექით გვერდით და დარწმუნებული ვარ ყველა ვიამაყებთ ჩვენი ქალაქით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

 

„ისე არაფერი უხდება ამ ქალაქს და ისე არაფერი ალამაზებს, როგორც მწვანე სივრცეები და გამწვანება. დღეს შესაძლებლობა მქონდა სამგორის რაიონში ულამაზესი ბულვარი გაგვეხსნა. დაახლოებით 7 ჰექტარი ტერიტორიაა, უნდა ნახოთ ხალხი რა ბედნიერია. ეს დამოკიდებულება გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე იყოს. ასევე კეთდება ცენტრალური პარკის პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საჩუქრად გადმოსცემს თბილისის მუნიციპალიტეტს, „ვაკის პარკი“, კასკადი, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი იყო, მისი აღდგენა ხდება.

 

დაგეგმილი გვაქვს ვერის ბაღის სრული რეაბილიტაცია, თემქის ხევის განახლება, ძალიან მიხარია ის, რასაც ვაკეთებთ. მე, ჩემი თანამშრომლები დღე და ღამე ვმუშაობთ, რომ ეს ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, უფრო კომფორტული. მესმის, რომ ამ პროცესში არის სირთულეები, გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად არ ვიცი როგორ შეიძლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner