logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გამართა
- +

23 სექტემბერი. 2022. 12:24

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ევროპარლამენტის წევრებს მარინა კალიურანდს და სვენ მიკსერს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა.

 

შეხვედრაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის პირობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ყველა სამთავრობო უწყება ერთობლივად მუშაობს საერთო მიზნის მისაღწევად, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავარი მიზნის მიღწევაში, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის და ევროპარლამენტის წევრებმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner