logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: პრემიერს საკმაოდ დამაჯერებელი, არგუმენტირებული და საქართველოს ინტერესებზე მორგებული გამოსვლა ჰქონდა
- +

23 სექტემბერი. 2022. 14:47

 

 

საკმაოდ დამაჯერებელი, არგუმენტირებული და საქართველოს ინტერესებზე მორგებული გამოსვლა ჰქონდა, სადაც დაბალანსებული იყო ის გამოწვევები და ის ჩვენი სიკეთეებიც, რაც შევძელით ამ რთულ რეგიონში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა პრემიერის გაეროში სიტყვით გამოსვლაზე საუბრისას.

 

„მიუხედავად ამ გამოწვევებისა, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც ატარებს ბატონი ღარიბაშვილი და მისი ხელმძღვანელობით მთავრობა, შევძელით ის, რომ მშვიდობა არის ქვეყანაში და ეკონომიკური მაჩვენებლებიც გაუმჯობესებულია. ბუნებრივია, ევროპულ მისწრაფებებზე იყო საუბარი, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ იმის რაც კონსტიტუციაში გავწერეთ; ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, - განაცხადა ზარქუამ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner