logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: გაეროში კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ რუსული ოკუპაცია არის ჩვენი ერისთვის მიუღებელი
- +

23 სექტემბერი. 2022. 14:55

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში გამოსვლისას სამ მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა.

 

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ოკუპაცია არის ჩვენი ერისთვის მიუღებელი და რუსეთის ოკუპაცია მალე დასრულდება, ასევე რუსეთის წარმოებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის საქართველოში წარმოებული აგრესიის გაგრძელება. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ის, რომ ამ მოკლე დროში ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის მიღება და კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირის წევრობასთან. მესამე საკითხი, რომელსაც ასევე გაუსვა ხაზი პრემიერმა, ეს იყო სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხი“, - აცხადებს სამხარაძე.

 

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner