logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე პრემიერზე: გაეროს ტრიბუნაზე იდგა ადამიანი, რომელსაც გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა და ღირსეულად ატარებს პრემიერ მინისტრის სტატუსს
- +

23 სექტემბერი. 2022. 15:00

 

 

„საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. პრემიერის სიტყვა ქართული რეალობისთვის არადამახასიათებელი, სიამაყით და პატრიოტიზმით გამსჭვალული იყო. ზოგადად პრემიერს ახასიათებს საქართველოს იდენტობის, ისტორიის და წარსულის წინა პლანზე წამოწევა, რაც მის სიტყვას ძალას სძენს!“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 22 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ერთის მხრივ, პრემიერის მრავალმხრივ სიტყვას უსვამს ხაზს, რომელიც თავის თავში მიღწევებს, ისტორიას, გამოწვევებს და წარმატებას მოიცავს, მეორეს მხრივ კი მსოფლიოს აჩვენებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც კრიტიკულ მომენტში პარტნიორების გვერდით დგას და იმავეს მოელის პარტნიორებისგან:

 

„პრემიერის საკუთარ გამოსვლაში მრავალ საკითხს შეეხო, მან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება: საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი მსოფლიო მშვიდობაში (საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ემსახურება); საქართველო როგორც გამძლეობის მაგალითი, რომელმაც გამოწვევების ფონზე (კოვიდი, ომი და ა.შ.) უჩვეულო სიძლიერე და ეკონომიკური წინსვლა აჩვენა; ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს; საქართველოს როლი, არამხოლოდ მსოფლიოს, არამედ რეგიონის უსაფრთხოებაში, სწორედ საქართველო იყო და არის შუამავალი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის; საქართველოს როლი უკრაინის ომში, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს უკრაინას და პარალელურად არ ივიწყებს სახელმწიფო ინტერესებს (ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე საქართველო უკრაინის ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებს);  საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ პროპორციულად პრემიერის მშვიდობის პოლიტიკის დამსახურებაა;  საქართველოს გრძელვადიანი განვითარების კონცეფცია, რომელიც საქართველოს რეგიონულ ლიდერად ქცევას ითვალისწინებს;  საქართველო ევროკავშირის ურთიერთობა, საქართველო წინსწრებით ასრულებს რეკომენდაციებს, რათა მიიღოს კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი.

 

აღნიშნული საკითხები პრემიერის გამოსვლის საკვანძო ფრაგმენტებია, რაც ერთის მხრივ პრემიერის მრავალმხრივ სიტყვას უსვამს ხაზს, რომელიც თავის თავში მიღწევებს, ისტორიას, გამოწვევებს და წარმატებას მოიცავს, მეორეს მხრივ კი მსოფლიოს აჩვენებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც კრიტიკულ მომენტში პარტნიორების გვერდით დგას და იმავეს მოელის პარტნიორებისგან. დღეს გაეროს ტრიბუნაზე იდგა ადამიანი, რომელსაც გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა, რომელიც მას ხალხმა დააკისრა და ღირსეულად ატარებს პრემიერ მინისტრის სტატუსს!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner