logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობას და ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრას
- +

23 სექტემბერი. 2022. 15:10

 

 

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 1 სექტემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. გადაწყვეტილება, ობიექტური და მიუკერძოებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობას და ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრას, ასევე, გვაჩვენებს, რომ საქართველოში თითოეული ადამიანის, მათ შორის აქციის მონაწილის უფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, სამართალდამცავი ორგანოები კანონის სრული დაცვით და კანონის ფარგლებში მოქმედებენ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში მიმდინარე დავას, რომელიც გიგა მაქარაშვილმა და ზურაბ ბერძენიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ წააგეს.

 

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პროტესტის ისეთი ფორმები, როგორიცაა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე დაჯდომა, პოლიციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ცალსახად საზოგადოებრივი წესრიგის ისეთ დარღვევას წარმოადგენდა, რაც სცილდება მცირე მნიშვნელობის უწესრიგობის ფარგლებს.

 

„დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა/მუშაობის შეფერხება დაუშვებელია! ყველას გვახსოვს, მაქარაშვილი ბერძენიშვილი, ქართული სასამართლოს დისკრედიტაციას როგორც ცდილობდნენ, საინტერესოა გაბედავენ თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას და ბულინგს, როგორც ეს ადგილობრივი სასამართლოს შემთხვევაში ხდებოდა. ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეები სარკეში ჩაახედა და საკუთარი მახინჯი პოზიცია კიდევ ერთხელ დაანახა. აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ პროტესტის ისეთი ფორმები, როგორიცაა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე დაჯდომა, პოლიციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ცალსახად საზოგადოებრივი წესრიგის ისეთ დარღვევას წარმოადგენდა, რაც სცილდება მცირე მნიშვნელობის უწესრიგობის ფარგლებს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პოლიცია დიალოგს აწარმოებდა დემონსტრაციის მონაწილეებთან. პოლიციამ არაერთხელ გააფრთხილა და მოუწოდა შეკრების მონაწილეებს დაეცვათ კანონმდებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელების გათავისუფლების მიზნით მართლზომიერი იყო. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი და მესამე მოსარჩელის მიმართ (მაქარაშვილი, ბერძენიშვილი) შეკრების თავისუფლება არ დარღვეულა“, - აცხადებს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner