logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებს შეხვდა
- +

23 სექტემბერი. 2022. 18:21

 

გაეროში გამოსვლისას პრემიერმა გაიხსენა, რაოდენ დიდი გამოცდილება აქვს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში მონაწილეობს კუთხით. როდესაც ვსაუბრობთ ამ კონკრეტულ სამხედრო კომპონენტზე, ამავდროულად, საქართველო დღესაც აგრძელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ სანქციებზე, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ აბსოლუტურად ყველა თანხმდება, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში არის ასახული, რომ საქართველოში ყველა ფინანსური ინსტიტუტი მოქმედებს იმ სანქციების უზრუნველსაყოფად, რომელიც დაწესებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ნაყოფიერი ნიადაგი, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება. ამისათვის საჭიროა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო. გეოპოლიტიკური ფანჯარა არსებობს და ამას საქართველო ამ ფანჯარას იყენებს“, - აცხადებს ჩიქოვანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner