logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: ვისურვებდი, რომ შემდეგი ინტერპელაციის დროს, უფრო მომზადებული ოპონირება იყოს და ის პარლამენტარები, რომლებმაც შეკითხვები გამომიგზავნეს, ბოლომდე დასწრებოდნენ სხდომას
- +

23 სექტემბერი. 2022. 20:09

 

ვისურვებდი, რომ შემდეგი ინტერპელაციის დროს, უფრო მომზადებული ოპონირება იყოს და ის პარლამენტარები, რომლებმაც შეკითხვები გამომიგზავნეს, ბოლომდე დასწრებოდნენ სხდომას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილი, საკანონმდებლო ორგანოში პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით მივიდა. მინისტრმა საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის მიმდინარეობასა და მიზნებზე ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მხარდაჭერა და შრომის ბაზარზე მათი გააქტიურება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ, მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დამსაქმებლებთან და ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა, შესაბამისად, დასაქმების ხელშემწყობ პროგრამაში ჩართულია ნებისმიერი მსურველი, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სტატუსისა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner