logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი 12-პუნქტიან გეგმაზე: სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი პროცესში მონაწილეობას არ იღებს, ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან არის გზავნილები - ჩაერთეთ მუშაობაში, მონაწილეობა მიიღეთ სამუშაო ჯგუფებში
- +

24 სექტემბერი. 2022. 22:56

 

 

„იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები სწორ გზას დაადგებიან და სამუშაო პროცესში მაინც ჩაერთვებიან. ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან, როდესაც ისინი საქართველს სტუმრობენ, მათი გზავნილია არის ერთი - ჩაერთეთ მუშაობაში, მონაწილეობა მიიღეთ სამუშაო ჯგუფებში, საკომიტეტო მუშაობაშიც“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ 12-პუნქტიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ისინი [ევროპელი კოლეგები] ძალიან ცალსახად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ არის სამუშაო ჯგუფები, არის საპარლამენტო მექანიზმები და ჩაერთეთ, მონაწილეობა მიიღეთ. ეს არის გზავნილი ჩვენი პარტნიორებისგან, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ, რომლებიც აცნობიერებენ იმას, რომ საქართველოს სჭირდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მისი თქმით, ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა იქნება საჭირო იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი.

 

„ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება პარლამენტში და კომიტეტშიც მუშაობა ამაზეა მოწადინებული, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ. არა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულებაზე ვიყოთ ფოკუსირებული, არამედ ზოგადად, ის რეფორმები, ის ასოცირების დღის წესრიგი, შეთანხმება, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან მაქსიმალურად წინ წავიწიოთ და გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რაც რეალურად ინტეგრაციას გახდის შესაძლებელს. საქართველოს პარლამენტი ამით არის დაკავებული, მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner