logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენს პირობებში, სტრატეგიულ-ეკონომიკურ ობიექტების კუთხით, ნული პროგრესი ჰქონდა რუსეთის ფედერაციას, მანამდე იყო ფუნდამენტურად განსხვავებული შედეგები
- +

29 სექტემბერი. 2022. 21:42

 

 

 

„წინა ცხრა წლის განმავლობაში რა მივიღეთ შედეგები რუსეთთან მიმართებით? ეს შედეგები არის, პირველი რიგში, ის, რომ 20 პროცენტი ტერიტორიების გაატანეს რუსეთის ფედერაციას. ეს ხომ შედეგია და შედეგით უნდა შეფასდეს პოლიტიკა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველომ დაკარგა ქვეყნის 20%. ასევე, მოხდა სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტების გადაცემა რუსეთისთვის. ხოლო, მათი მმართველობის პერიოდში ამ მიმართულებით რუსეთს წინსვლა არ ჰქონია.

 

„რუსეთს ჰქონდა ფუნდამენტური წინსვლა გავლენების გაფართოების კუთხით საქართველო ტერიტორიაზე. ეს გამოიხატა 20 პროცენტის მიტაცებით, სტრატეგიული-ეკონომიკური ობიექტების წაღებით. მთავარი სტრატეგიული ობიექტები წაიღეს, მათ შორის, კომუნალური სერვისები პრაქტიკულად, მთლიანად ხელში მისცეს რუსეთის ფედერაციას. 2006 წელს რაც ხდებოდა, გახსოვთ, ქართველების გამოსახლება რუსეთის ფედერაციიდან და ა.შ. მანამდე რა ხდებოდა? ვიდრე ნაცმოძრაობა უბედურებას დამართებდა ამ ქვეყანას, მანამდე ჩვენ ვაკონტროლებდით ცხინვალის რეგიონში დასახლებული ტერიტორიების დაახლოებით 2/3-ს და ვაკონტროლებდით აფხაზეთში კოდორის ხეობას. ეს იყო მანამდე მოცემულობა.

 

წაიღეს, როგორც კოდორის ხეობა, ასევე, ცხინვალის რეგიონში დასახლებული ტერიტორიების დაახლოებით 2/3, 200 სოფელი რასაც სააკაშვილმა შემდეგ ქვების გროვა უწოდა. ეს იყო მათი პოლიტიკის შედეგი და სტრატეგიული ობიექტები, ადამიანების გამოსახლების და ათასი უბედურება. რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს. ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც ამ 30 წლის მანძილზე ომი არ ყოფილა და შენარჩუნდა მშვიდობა. ეს არის პირველი მიღწევა, რაც ძალიან პრინციპულია და რასაც თავისი სერიოზული შედეგები ჰქონდა. არცერთი სტრატეგიული ობიექტი არ გადასულა რუსეთი გამგებლობაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში. „პრორუსებს“ ხომ გვეძახიან? და თვითონ ხომ არიან პროდასავლელები? თვითონ გააფართოვეს რუსეთის გავლენა ფუნდამენტურად, საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენს პირობებში, არც ტერიტორიების კუთხით არ ყოფილა მათი მხრიდან წინსვლა და რაც შეეხება, სტრატეგიულ-ეკონომიკურ ობიექტებს, ამ კუთხით ნული პროგრესი ქონდა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიაზე. მანამდე იყო ფუნდამენტურად განსხვავებული შედეგები. რაც შეეხება, ბორდერიზაციას, ბორდერიზაციაც არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა. ბორდერიზაცია დაიწყო, სწორედ, 2008 წელს, მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში და მერე გაგრძელდა, მაგრამ ეს არის მათი მემკვიდრეობა. ზუსტად იმის მემკვიდრეობა, რომ მათ ჩააბარეს ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner