logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ, ერთ-ერთი მთავარი არის - ინტელექტუალური კრიზისი
- +

29 სექტემბერი. 2022. 23:08

 

 

„სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ მათ, ერთ-ერთი მთავარი არის - ინტელექტუალური კრიზისი. მე ჩამოგითვალეთ ადამიანები, ესენი არიან: კეზერაშვილი, მელია, ხაბეიშვილი. პირველი არის, ინტელექტის სერიოზული დეფიციტი. ასეთ პირობებში უფრო მარტივია ინტრიგების ჩახლართვაც, ეს ერთი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“, წარსულის გარდა, აქვს სამი ძირითადი პრობლემა: ინტელექტის დეფიციტი, ოლიგარქიზაცია და არაფორმალური მმართველობა.

 

„მეორე პრობლემა არის პარტიის ოლიგარქიზაცია, ანუ დღეს არის ორი მთავარი ოლიგარქი დიდი ფულით. ესენი არიან სააკაშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ფულის გამოყენებით მართავენ იქ ვითარებას. მესამე პრობლემა არის, არაფორმალური მმართველობა. ფორმალური თავმჯდომარე არის ნიკანორ მელია. რეალურად, ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელის ბიჭია კეზერაშვილი, ისტორიულად როგორც იყო, მოლარე და ა.შ. ამას გარდა, მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არის მათი წარსული. ისინი არიან საკუთარი წარსულის მძევლები, სისხლიანი კრიმინალური წარსულის. მათ ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას. ისინი კლავდნენ და აუპატიურებდნენ, ათასი დანაშაული ჩაიდინეს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მათ გაუჭირდებათ ფეხზე დადგომა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner