logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

30 სექტემბერი. 2022. 00:18

 

 

საზღვარზე რიგი შექმნილია იმისთვის, რომ რაღაც კონტროლდება, უკონტროლო რომ იყოს და ყველა გადიოდეს როგორც უნდა, მაშინ არც რიგი იქნება და არც ის პროცედურა, რაც საზღვარზეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც არეულობას ქმნიდა ქვეყანაში, დღეს ისეთი არეულობა აქვთ პარტიაში.

 

„საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საკითხი არ არის ისეთი, რომ დავტოვოთ უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია, მაგრამ რამდენადაც სერიოზულია, იმდენად ამას ხელისუფლება აღვიქვამთ სერიოზულად და შესაბამისი სამსახურები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამას. ამის გადატანა ემოციურ კონტექსტში და პანიკის დათესვა, ან მოწოდებები რამე ტიპის აგრესიისკენ, ან მოწოდებები იმისკენ, რომ საქართველო მოიქცეს ისე, როგორც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, ისტორიის არცერთ ეტაპზე არ მოქცეულა ცივილიზებული ქვეყანა, ეს იმ ადამიანების სურვილია, ვისაც კიდევ ერთხელ უნდა, რომ ჩვენ ქვეყანაში, თავის სახლში უნდა რომ სადმე ცეცხლი გააჩინოს. ამათი მიზანია, რომ სახლში გაჩნდეს ხანძარი, დაიწყოს არეულობა. როგორც არეულობას ქმნიდნენ ქვეყანაში, დღეს ისეთი არეულობა აქვთ პარტიაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner