logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დღეს საქართველო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუნძულია
- +

30 სექტემბერი. 2022. 00:46

 

 

ამ რთულ ვითარებაში, დღეს საქართველო რეგიონში არის მშვიდობისა და უსაფრთხოების კუნძული, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„როდესაც რეგიონში არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, გვაქვს მშვიდობა, როცა რეგიონში ყველგან ცეცხლი ანთია და ომი მიმდინარეობს და გაქვს წინსვლა ინსტიტუციური რეფორმებისა და ევროინტეგრაციის გზაზე მაშინ, როდესაც ჩვენს სამეზობლოში ამისთვის პრაქტიკულად არავის სცალია. ლარსზე, სარფში რიგი ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო რეგიონში არის მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე სტაბილური კუნძული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რიგი არ წყდება. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთიდან 79 000 ადამიანი შემოვიდა, თუმცა მათმა უმრავლესობამ საქართველო უკვე დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner