logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას
- +

30 სექტემბერი. 2022. 20:04

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ეხმაურება.

 

„მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას. ამ გადაწყვეტილებას არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლა დაუშვებელია“, - წერს სამხარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner