logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2023 წლის მაისის ბოლოდან მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ
- +

30 სექტემბერი. 2022. 20:27

 

 

2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენა“-ზე.

 

„ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. იგეგმება მაისის ბოლოდან ივნისი, ივლისი, აგვისტო,  მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენა“-ზე, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს.

 

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ ამჟამად, მაგრამ ამის თაობაზე მინდა, რომ მოგვიანებით ვუთხრა საზოგადოებას და მივაწოდო ინფორმაცია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner