logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი
- +

1 ოქტომბერი. 2022. 20:28

 

 

„1 ოქტომბერი, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. რომ არა ეს დღე, ჩვენი ქვეყნის განვითარება სრულიად სხვა მიმართულებით წარიმართებოდა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, 2011 წლისთვის ჩამოყალიბებული იყო უმძიმესი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც რეპრესიებზე იდგა.

 

„რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება 2012 წელის არჩევნებში, ეს რეპრესიული რეჟიმი კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა და ამისთვის ჩანდა უკვე კონკრეტული ნიშნები ჩანდა. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი და საფუძველი.

 

როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა ძალიან მძიმე ვითარება დახვდა. იყო ნული დემოკრატია. მთლიანად იყო უგულებელყოფილი დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ადამიანის უფლებები, ღირსების შელახვა, ადამიანების წამება - ეს იყო ხელწერა იმ ხელისუფლების, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner