logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში NGO-ბი
- +

1 ოქტომბერი. 2022. 22:15

 

 

„ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, გირაოს შეფარდება, ჯარიმების შეფარდება, სტატისტიკა გაუმჯობესებულია - ზოგიერთ შემთხვევაში 3-ჯერ, 3-ჯერ, 6-ჯერ, 8-ჯერ და 21-ჯერაც კი. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემური პრობლემებია აღმოფხვრილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„რაც შეეხება პოლიტიკის გავლენას და გავლენიან ჯგუფებს, ამას ჩვენ გვაბრალებს ადამიანების ის წრე, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებს გავლენიან ენჯეოებს. სინამდვილეში კლანი თუ სადმეა, არის ენჯეოები. ისინი საბოლოო ჯამში სერიოზულ გავლენას ახდენენ გარკვეულ პროცესებზე და მოქმედებენ კლანური პრინციპებით. სინამდვილეში თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში ენჯეოები. სასამართლოსთან დაკავშირებით როცა შენ გაბრალებენ რაღაცაზე პოლიტიკურ გავლენას, სასამართლოზე ამ შემთხვევაში, ხომ უნდა გაჩვენონ რაში იყენებ ამას, რომ რაღაცით ბოროტად სარგებლობ. სტატისტიკა რომ უმჯობესდება, ეს თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არაფრით არ ვსარგებლობთ ბოროტად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს ზოგადად ჩვენი გავლენა ნებისმიერ პროცესზე, მათ შორის პირველ რიგში ჩვენზეა დამოკიდებული იგივე მოსამართლეების არჩევა და ა.შ. მაგრამ გვაჩვენონ, სად გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება ბოროტად. მარტივი სქემაა დალაგებული, თვითონ აქვთ ინტერესი, რომ დამნაშავეებს არ შეეფარდოთ სასჯელი, ეს ეხებოდა იგივე მელიას, სააკაშვილს, გვარამიას, რურუას და ა.შ. კრიმინალებს და აქედან გამომდინარე, წინასწარ ხდება სასამართლოს ბრენდირება იმისთვის, რომ საკუთარი კლანის წევრები, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები დაიცვან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner