logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესმა „ნაციონალური მოძრაობა“ გააშიშვლა
- +

2 ოქტომბერი. 2022. 21:29

 

რასაც სხვას აბრალებდნენ და ოლიგარქობას სხვას საყვედურობდნენ, თავად არიან პირწავარდნილი ოლიგარქიული მმართველობის მომხრეები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან კომენტარი თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობაზე მუშაობის მთელმა ამ პროცესმა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თვალსაზრისით გააშიშვლა. ყველა ყველაფერს მიხვდა - უბრალოდ, რასაც სხვას აბრალებდნენ და ოლიგარქობას სხვას საყვედურობდნენ, თავად არიან პირწავარდნილი ოლიგარქიული მმართველობის მომხრეები და შესაბამისად, ესაა მათი მიმართულება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner