logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი არასამთავრობოებზე: ზურგი აქციეს საზოგადოებას, ემსახურებიან რამდენიმე თავაშვებული პოლიტიკოსის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს
- +

2 ოქტომბერი. 2022. 21:34

 

ზურგი აქციეს საზოგადოებას, ემსახურებიან რამდენიმე თავაშვებული პოლიტიკოსის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაამკვიდრონ ხელისუფლებაში. რატომ? იმისთვის, რომ უკეთ გაშალონ ფრთები ამ ქვეყანაში, - ეს განცხადება უმრავლესობის წვერმა გიორგი ცაგარეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში გააკეთა.

უნდათ, რომ მათი პარპაში ამ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გახდეს თავაშვებული და თავიდან ბოლომდე უკონტროლო. ამისთვის უნდათ „ნაციონალური მოძრაობა დააბრუნონ ხელისუფლებაში. რომ გადახედოთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას, ისე არიან ერთმანეთში აღრეულები და ათქვეფილები ერთმანეთში, რომ თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ, სად იწყება არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა და სად იწყება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner