logo_geo
eng_logo
მოძრაობა „ხალხის ძალას“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა
- +

4 ოქტომბერი. 2022. 11:38

 

 

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე - შეუერთდა.

 

როგორც ბრიფინგზე სოზარ სუბარმა განაცხადა, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

 

„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გვეყოლება რიცხოვნებით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner