logo_geo
eng_logo
დომაგოი ჰაიდუკოვიჩი: როდესაც ყველა ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს, გახდება ევროკავშირის წევრი, მათ შორის საქართველო - ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპული პროექტი დასრულებულია
- +

4 ოქტომბერი. 2022. 14:05

 

 

„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა ღია გულით დაგეხმაროთ თქვენ. ევროპული პროექტი არ არის დასრულებული. ის არ არის დასრულებული მანამ, სანამ არიან ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, უნდათ ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ჯერ არ არიან. მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს და გახდება ევროკავშირის წევრი, მათ შორის საქართველო - ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი დასრულებულია. ხორვატიის პარლამენტში ჩვენ გვაქვს ევროპულ საქმეთა კომიტეტი და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენც უახლოეს მომავალში გექნებათ ევროპულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტში“, - ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინაში ომმა ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობის კიდევ ერთი აქცენტი დასვა და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის რომ ამ გზით იაროს.

 

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ პარტნიორობა თქვენ და დაგარწმუნოთ, რომ ხორვატია ყოველთვის იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი. ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა როგორც ხალხთაშორის ურთიერთობებში ასევე, სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. ეს არის ჩვენი მისია დღეს, როგორც პირველი გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით“, - განაცხადა დომაგოი ჰაიდუკოვიჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner